logo
geo eng rus

 ღვინის კომპანია “ჩელთი” დაარსდა 2001 წელს, რომელიც მდებარეობს კახეთში , ყვარლის რაიონ სოფელი შილდაში. კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქტის წარმოება, რის გამოც კომპანიამ დაიწყო საკუთარი ვენახების გაშენება რაც საშვალებას მისცემდა ეკონტროლებინა ყურძის ხაარისხი . 2005 წელს  საფუძველი ჩაეყარა ღვინის ქარხნის მშენებლიობას რომელიც დასრულდა 2006 წელს.  ღვინის ქარხნის მთავარი ღირებულება არის მარანი რომელიც მდებარეობს მიწის სიღმეში 7 მეტრზე,  ღვინის მარანში მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა არ ცდება 12-16 გრადუსს რაც იდეალურია ღვინის შესანახად.  

50 ჰექტარი ვენახის ტერიტორიაზე არსებული ნიადაგის შემადგენლობა განსხვავებულია.ქვიშა -ღორღიან ნიადაგზე მოკრეფილი ყურძნიდან ვაწარმოებთ ღვინო „ჩელთი“-ს ხოლო თიხნარი ნიადაგიდან გუნაშაურს.ღვინის კომპანია აგრეთვე აწარმოებს რქაწითელის ჯიშისგან დამზადებულ თეთრ მშრალ ღვინოს ,  ვარდისფერ საფერავს და წითელ ნახევრად ტკბილ ქინძმარაულს .  კომპანია ჩელთი ასევა აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ქვევრის ღვინებს.

 ღვინო იწარმოება კლასიკური და ტრადიციული მეთოდებით.ჩელთის ქარხანა აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რაც საშვალებას იძლევა გაკონტროლდეს ღვინის ხარისსხი მისი წარმოების ნებისმიერ საფეხურზე, ასევე ღვინის კომპანია ჩელთი იყენებს 8000 წლიან გამოცდილებას, რაც დააგროვა საქართველომ ღვინისწარმოებაში. ამრიგად თანამედროვე ინვენტარი, უდიდეს გამოცდილება და საკუთარი ვენახები  საშუალებას აძლევს კომანიას რომ აწარმოოს პრემიუმ ხარისხის ღვინო რომელიც კონკურენტული იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ბაზრისთვის .

რუსეთი

 

ამერიკის შეერთ. შტატები

 

გერმანია

 

ყაზახეთი

ჩინეთი

ჰონკონგი

საექსპორტო ქვეყნები

  • რუსეთი
  • ამერიკის შეერთ. შტატები
  • გერმანია
  • ყაზახეთი
  • ჩინეთი
  • ჰონკონგი

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებ

 

 ალაზნის ველზე  მდინარე ჩელთის პირას მდებარეობს ღვინის  კომპლექსი „ჩელთი“.  კომპლექსი  გაშენებულია  50 ჰექტარზე და მოიცავს ვენახებს, ღვინის ქარხანას,  მარანს,ღვინის საძველეს, ულამაზეს ხეხილის ბაღებს და ცაცხვის ხეივანს.

ღვინის ქარხნიდან ერთ მხარეს იშლება  ალაზნის ველის ულამაზესი ხედი, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონის ქედი. ქარხნის მინუს პირველ  სართულზე 6 მეტრის სიღმეში მდებარეოობს მარანი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ინახება „ჩელთის“ უნიკალური ღვინო.  მარანი  მოთავსებულია მიწის სიღრმეში, რადგან იქ  მთელი წელი  ტემპერატურა არ  სცდება 12-16 გრადუსს.  რამოდენიმე  წლით შენახვის შემდეგ ღვინო ჩამოისხმება ბოთლებში და  ვარგდება სპეციალურად აშენებულ ღვინის საძველეში, რომელიც ასევე  მიწის სიღრმეშია. ამჟამად  საძველეში ინახება 50 000-მდე ბოთლი ღვინო. მათი წლოვანება ორიდან ათ წლამდეა.

ღვინის ქარხნის წინ ცაცხვის ხეივანთან  აშენებებულია ტრადიციულული არქიტექტურით გამორჩეული კახური მარანი.  ის იტევს 40 ტონა ღვინოს.  მარანი აგებულია  მთლიანად ქართული აგურითა და ხის მორებით. მარნის  ვერანდა  იტევს 70 სტუმარს.  ვერანდიდან რამდენიმე მეტრში გაშენებული ვენახი, იწვევს ქართულ კულტურასთან განსაკუთრებული სიახლოვის განცდას.

 სტუმრებს საშვალება ეძლევათ გასინჯონ კომპანია „ჩელთის“ ათზე მეტი დასახელების, როგორც ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით დაყენებული, ღვინო,  მონაწილეობა მიიღონ პურის ცხობაში,  ქვევრის გახსნაში, ყურძნის დაწურვაში, ჩურჩხელის ამოვლებაში. ასევე სეზონურად შეეძლებათ თავიანთი ხელით მოკრიფონ და იგემონ „ჩელთის“ ბაღებში მოწეული ხილი : ალუჩა, ვაშლი, ტყემალი, ალუბალი, ბალი.

  კახდთის რეგიონი გამორჩეულია როგორ მეღვინეობით, ასევე  ტადიციული სამზარეულთი. კერძები ჩვენთან მზადდება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, იქვე მოყვანილი პროდუქტებით და  უძველესი რეცეფტებით.  ვურჩევთ ჩვენს სტუმრებს, არ გაუშვან  შანსი და მიირთვან ქართული ღვინო  რეგიონის გამორჩეული  მზარეულების მიერ დამზადებულ კერძებთან ერთად.

  ღვინის კომპლექსიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ორი უნიკალური ძეგლი ნეკრესი და გრემი. ისინი აუცილებლად უნდა ნახოს კახეთის ყველა სტუმარმა.

 

 

 

 

 




მოგვწერეთ

მისამართი: ვაჟა ფშაველას ქ. 62/18

ღვინის ქარხანა: კახეთი, ყვარლის რაიონი სოფელი შილდა

ტელეფონი: (+995 32) 577 444 455

ელ-პოსტა: info@chelti.com

მისამართი: კახეთი, ყვარლის რაიონი სოფელი შილდა

ღვინის ქარხანა: კახეთი, ყვარლის რაიონი სოფელი შილდა

ტელეფონი: (+995 32) 577 444 455

ელ-პოსტა: info@chelti.com

ჩვენი ოფისები

მთავარი ოფისი მეორე ოფისი

მოგვწერეთ



თქვენი შეტყობინება გაგზავნილია