წითელი, მშრალი ღვინო
ჩამოსხმის წელი
ალკოჰოლი
მოცულობა
2019
14.0%
0.75 ლ
უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო დამზადებულია ჩელთის ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან. ვენახი გაშენებულია კავკასიონის ქედის ძირში – მდინარე ჩელთის მიერ გარეშემორტყმული კლდეების არეში. აგვისტოში ჩელთის ვენახებში კრეფენ მოუმწიფებელ ყურძენს, რის შედეგადაც ვენახის თითო ჰექტარიდან იღებენ მხოლოდ 5-6 ტონა ყურძენის მოსავალს. მოწეული ყურძენი გამოირჩევა მკვეთრი გემოთი და ჯიშის არომატებით.
დუღილი მიმდინარეობს იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მანამდე შეარჩიეს ჩელთის მეღვინეებმა, რათა არ მოხდეს ღვინოში არომატების და ჯიშური მახასიათებლების დაკარგვა, ღვინო ინახება ცისტერნებში 2 წლის განმავლობაში, შემდეგ ისხმება ბოთლებში. ჩამოსხმის შემდეგ, ბოთლები ინახება და ძველდება სპეციალურ მარანში, სადაც ტემპერატურა არ აღემატება 12-16 გრადუსს (რაც ღვინის შესანახად იდეალურია) მთელი წლის განმავლობაში.
ღვინოს აქვს მუქი ალუბლის ფერი, მაყვლის, ალუბლის და შავი ქლიავის მდიდარი არომატები, მოცვის გემო, მაყვლის და ალუბლის ტონები. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს მისი გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
უმჯობესია მიირთვათ შემწვარ ხორცთან, ყველთან, ცხარე კერძებთან. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ კერძების გარეშე.
მოხმარების ტემპერატურა: 16°C – 18°C