წითელი, მშრალი ღვინო

ჩელთი

ჩამოსხმის წელი

ალკოჰოლი

მოცულობა

2010

13.5%

0.75 ლ

უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო დამზადებულია  ჩელთის ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან. ვენახი გაშენებულია კავკასიონის ქედის ძირში – მდინარე ჩელთის მიერ გარშემორტყმული კლდეების არეში. აგვისტოში ჩელთის ვენახებში კრეფენ მოუმწიფებელ ყურძენს, რის შედეგადაც ვენახის თითო ჰექტარიდან იღებენ მხოლოდ 5-6 ტონა ყურძენის მოსავალს. მოწეული ყურძენი გამოირჩევა მკვეთრი გემოთი და ჯიშის არომატებით.

ღვინო ინახება ცისტერნებში 3 წლის განმავლობაში, შემდეგ ისხმება ბოთლებში გაუფილტრავად. ჩამოსხმის შემდეგ, ბოთლები ინახება და ძველდება სპეციალურ მარანში. მუქი ლალისფერი შეფერილობის „ჩელთი რეზერვს“ შავი მოცხარის, ველური კენკრისა და ალუბლის ტონები ახასიათებს. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს მისი გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

უმჯობესია მიირთვათ შემწვარ ხორცთან, ყველთან, ცხარე კერძებთან. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ კერძების გარეშე.

მიირთვით დეკანტირების შემდგომ ტემპერატურაზე: 16°C – 18°C