წითელი, მშრალი ღვინო

ჩელთი ქვევრის

ჩამოსხმის წელი

ალკოჰოლი

მოცულობა

2015

14.5%

0.75 ლ

უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო დამზადებულია ჩელთის ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან, ღვინო დამზადებულია ტრადიციული მეთოდით. მოსავლის აღების შემდეგ, ყურძენი თავსდება ქვევრში, დუღილი მიმდინარეობს დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე და დუღილის შემდეგ ღვინო ერთი თვის განმავლობაში ვარგდება ჭაჭაზე, ღვინო 1 წლის განმავლობაში ქვევრში ინახება და მას შემდეგ ისხმება ბოთლებში. ჩამოსხმის შემდეგ, ბოთლები ინახება და ძველდება სპეციალურ მარანში, სადაც ტემპერატურა არ აღემატება 12-16 გრადუსს (რაც ღვინის შესანახად იდეალურია) მთელი წლის განმავლობაში.

ღვინოს აქვს მუქი ლალის ფერი, ახასიათებს ძლიერი ტანინები, ალუბლის ჩირის და შავი მოცხარის ტონები.
უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს მისი გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

უმჯობესია მიირთვათ შემწვარ ხორცთან, ყველთან, ცხარე კერძებთან.
მოხმარების ტემპერატურა: 16°C – 18°C