წითელი, მშრალი ღვინო

საფერავი ქვევრის

ჩამოსხმის წელი

ალკოჰოლი

მოცულობა

2017

14.5%

0.75 ლ

ღვინო დამზადებულია ჩელთის ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დავარგებულია ქვევრში 6 თვის და ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში.

ამ ღვინოს აქვს დამახასიათებელი არომატი, მწიფე კენკრის, ქლიავის და თამბაქოს ტონებით. ტანინების გემო შესანიშნავად ერწყმის მუხის ტონებს, აქვს ხანგრძლივი დაბოლოება.

უმჯობესია მიირთვათ ყველთან, შოკოლადთან და ხილის დესერტებთან.
ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ კერძების გარეშე.
მოხმარების ტემპერატურა: 15°C – 16°C.