ჩვენ შესახებ

მეღვინეობა ჩელთი

მეღვინეობა „ჩელთის“ ამბავი მე-20 საუკუნიდან იწყება. 1900-იან წლებში მირიანაშვილების წინაპრებმა სოფელ შილდაში იმ დროისათვის ერთ-ერთი დიდი ღვინის მარანი სწორედ აქ ააშენეს.

მას მერე მეღვინეობა-მევენახეობა მირიანაშვილების ოჯახისთვის განუყოფელი საქმიანობაა.

ღვინო საქართველოდან

საფერავი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო დამზადებულია ჩელთის ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან. ღვინოს აქვს მუქი ალუბლის ფერი, მაყვლის, ალუბლის და შავი ქლიავის მდიდარი არომატები, მოცვის გემო, მაყვლის და ალუბლის ტონები.

უმჯობესია მიირთვათ შემწვარ ხორცთან, ყველთან, ცხარე კერძებთან. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ კერძების გარეშე.
საფერავი ალკოჰოლი 13.0% მოცულობა 0.75 ლ ჩამოსხმის წელი 2008 წითელი, მშრალი ღვინო
ქისი ქვევრის მშრალი თეთრი ღვინო დამზადებულია ქისის ჯიშის ყურძნისგან კახური მეთოდით, ქვევრში. ღვინოს აქვს ღია ქარვისფერი შეფერილობა. ახასიათებს მსხლის, თაფლისა და სანელებლების არომატი, ინტეგრირებული ტანინები და მჟავიანობა.

რეკომენდირებულია მიირთვათ თეთრ ხორცთან, თევზთან და ბოსტნეულთან.
დააგემოვნეთ 12-14 C ტემპერატურაზე.
ქისი ქვევრის ალკოჰოლი 13.0% მოცულობა 0.75 ლ ჩამოსხმის წელი 2019 თეთრი, მშრალი ღვინო
საფერავი ქვევრის ღვინო დამზადებულია ჩელთის ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დავარგებულია ქვევრში 6 თვის და ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში. ამ ღვინოს აქვს დამახასიათებელი არომატი, მწიფე კენკრის, ქლიავის და თამბაქოს ტონებით. ტანინების გემო შესანიშნავად ერწყმის მუხის ტონებს, აქვს ხანგრძლივი დაბოლოება. ჩელთი ქვევრის ალკოჰოლი 14.5% მოცულობა 0.75 ლ ჩამოსხმის წელი 2017 წითელი, მშრალი ღვინო თეთრი მუხის თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია საუკეთესო ხარისხის რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნებისგან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში. შეფერილობა ღია ოქროსფერი აქვს. ახასიათებს ვაშლის, ლაიმის და ვანილის არომატები , ტროპიკული ხილის ტონები. ღვინოს აქვს დაბალანსებული ხანგრძილივი დაბოლოება. ჩელთი თეთრი ალკოჰოლი 14.0% მოცულობა 0.75 ლ ჩამოსხმის წელი 2018 თეთრი, მშრალი ღვინო

ჩელთი

18 ქვეყანაში

ლორემ იპსუმ გავუშვებთ მწერთა დაველოდოთ ბავშვებიც
ელექტრონს მოსაპოვებლად მკლავს ნიჭს გახსენდებათ
უხარისხო ბრეხტს მეძლევა, ასწიე აპარატს.

სიახლეები